კვირა
19/05/2024
17:26
სექციის კატეგორიები
უფოლოგია [22]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 3
სტუმრებიდან: 3
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


უფოლოგია

უფოლოგია [ინგლ. U. F. O. ანდა ufo (მრ. ufos) < unidentified flying object გამოუცნობი მფრინავი ობიექტი (გმო)] –  მეცნიერება «გამოუცნობი მფრინავი ობიექტების» (ე.წ. «მფრინავი თეფშების») შესახებ, რომლებითაც  შორეული პლანეტებიდან დედამიწაზე მოფრინავენ იქაური მცხოვრებლები. დიდი ინტერესი მათ მიმართ გაჩნდა რა თქმა უნდა XX ს, დიდი ავიაციის და კოსმოსური რაკეტების ეპოქაში. ასე რომ აქ ვსაუბრობთ ამო-ს ფენომენზე. ინგლისმა უფო-ზე მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტების მორიგი პარტია გამოაქვეყნა, რომლებშიც 1987-1993 წლებში უცნობ მფრინავ ობიექტებთან კონტაქტებზეა საუბარი. მათ შორისაა მოხსენება სამკუთხა უფოს შესახებ, რომელიც ცაში ლივლივებდა და შემდეგ ”500 მილი საათში სიჩქარით” მიიმალა.
არის ცნობა ქალბატონის შესახებ, რომელიც ქალაქ ნორვიჩის თავზე სფერული ფორმის მანათობელ ობიექტს აკვირდებოდა მას შემდეგ, რაც იგი ესაუბრა ადამიანს, რომელმაც უთხრა, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტიდან იყო ჩამოსული.
გამოქვეყნებულ მასალებში უამრავი ასეთი ფაქტია ასახული, რომელთაგან რამდენიმეს საკმაოდ ჩვეულებრივი ახსნა მოეძებნება. მაგალითად, 1990 წლის ნოემბერში ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ”ტორნადოს” მარკის ექვსი თვითმფრინავის ეკიპაჟმა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ”გიგანტური უფო” დაინახეს, რომელმაც მათ გერმანიის თავზე გადაუსწრო.
ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს საიდუმლო ამერიკული თვითმფრინავის გამოცდა შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც რადარები ვერ ხედავენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ საბჭოთა რაკეტის (რომელმაც თანამგზავრი გაიყვანა ორბიტაზე) ალმოდებული ნაწილები დაინახეს.
1993 წლის 31 მარტს კი მრავალი ადამიანი აცხადებდა, რომ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გადაადგილებადი ნათება იხილეს, რომლებიც მოგვიანებით რუსული თანამგზავრის - ”კოსმოსი” -  ჩამოვარდნის კვალი აღმოჩნდა.
უკვე სამი წელია, რაც ნაციონალური არქივის საიტზე პერიოდულად ქვეყნდება მსგავსი დოკუმენტები, მაგრამ მათ შორის პირველად გამოჩნდა მასალები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ორგანოს თანამშრომლების მიერაა მოპოვებული.
როგორც უფო-ს ექსპერტმა, დოქტორმა დევიდ კლარკმა აღნიშნა, ეს მასალები ათობით ათას საიდუმლო მასალას შორის ინახებოდა, რომლებიც ბოლო მომენტში გადაურჩა განადგურებას ლონდონის უაიტჰოლის თავდაცვის სამინისტროს აღებისას.

 

 

 

 

კატეგორია: უფოლოგია | დაამატა: გელა (22/04/2009) | ავტორი: gela
ნანახია: 1383 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]