კვირა
19/05/2024
13:15
სექციის კატეგორიები
ეს საინტერესოა [162]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 2
სტუმრებიდან: 2
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში

                                                              

შესაბამისად ტოპ ათეულში იხილავთ ძაღლებს, რომლებიც ყველაზე ადვილად იწვრთნება.
სტენლი კორენის აზრით ყველაზე ჭკვიანი ის ძაღლია, რომელიც ყველაზე მარტივად იწვრთნება.

10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში

1. ბორდერ კოლი

border koli


ყველაზე მშრომელ ძაღლადაა აღიარებული, მინიმალური გაწვრთნის ხარჯზე შეუდარებელი მეცხვარეები ხდებიან.  boბორდერ კოლი არასდროს იღლება და შეუძლია გაუჩერებლად სირბილი და მუშაობა.
ბორდერ კოლი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ჯიშია და დღევადელი ტოპ ათეულის პირველ ადგილოსანი!

2. პუდელი

pudeli

პუდელი

საოცრად გონიერი და აქტიური ძაღლია.
პუდელი გამოყვანილია სხვადასხვა ნივთის წყლიდან გამოსატანად, და ასევე იყენებდნენ ტრუფელების (სოკოს ნაირსახეობა) მოსაძიებლად.
გაწვრთნის გარეშეც საკმაოდ ადვილად ითვისებენ სხვადასხვა ბრძანებას.

3. გერმანული ნაგაზი

germanuli nagazi

გერმანული ნაგაზი

ყველაზე მრავალფუნქციური ძაღლია.
მუშაობენ, პოლიციაში, სამხედრო სამსახურშიც ხშირად იხილავთ ნაგაზს, იყენებენ ნარკოტიკების მოსაძიებლად, ჭურვების საპოვნელად, ასევე კარგი მეცხვარეცაა.
ოდნავ რთული ხასიათი აქვთ და შესაბამისად ამაყად იკავებენ მესამე ადგილს.

4. ოქროსფერი რეტრივერი

გოლდენ რეტრივერი

ოქროსფერი რეტრივერი

ძალიან ჭკვიანი და მარტივად გასაწვრთნელი ძაღლი.
გამოყვანილია იმისთვის რომ ადამიანის მეგზური იყოს, ნარიდობისას და სამაშველო ოპერაციების დროს.

5. დობერმან პინჩერი

დობერმანი

დობერმან პინჩერი

დობერმანი გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერითა და სისწრაფით.
გამოყვანილია ობიექტების დასაცავად და საომარი ძაღლია. მისი გაწვრთნა ყველას არ შეუძლია.
მაგრამ გაწვრთნილ დობერმაზე ჭკვიან ძარლს ძნელად თუ შეხვდებით.

6. კოლი

koli

კოლი

კოლი ნამდვილი ტელევარსკვლავია.
ამ ჯიშს საკმაოდ ბევრ ფილმში იხილავთ, სწორედ იმიტომ რომ მათი გაწვრთნა ძალიან მარტივია. საზრიანები და დამჯერები არიან.
უყვართ ადამიანები და ბავშვები. გამოყვანილია, როგორც მეცხვარე ძაღლი.

7. ლაბრადორ რეტრივერი

labradori

ლაბრადორ რეტრივერი

გასაკვირი ოდნავადაც არაა, რომ ლაბრადორი მოხვდა ათი ყველაზე ჭკვიანი ძაღლების რიცხვში. მათ უსინათლოთა თანამგზავრობა ევალებათ. არიან თბილები და ძალიან ჭკვიანები. მიუხედავად იმისა რომ შეუძლიათ ბრძანებების მარტივად შესწავლა, თამაშისა და ცანცარის სურვილი ხანდახან სძლევთ, ამიტომაც იკავებენ მეშვიდე ადგილს.

8. პაპიონი

papioni

პაპიონი

შეიძლება ითქვას, რომ პატარა ზომის ძაღლებიდან, როგორებიც არიან: იორკშირული ტერიერი, შპიცი (იგივე ბოო), ჩინური ქოჩორა და სხვა მრავალი… ბ პაპიონი უდაოდ ყველაზე გონიერი ძაღლია.

9. როტვეილერი

rotveileri

როტვეილერი

ეს უზარმაზარი დათვივით ძაღლი, ღირსეულად იკავებს ადგილს ამ ათეულში.  მუშაობენ პოლიციაში… მინიმალური გაწვრთნის შემთხვევაშიც კი იციან თავიანთი ფუნქცია და მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან საკუთარი პატრონები.

10. ავსტრალიური მეცხვარე

avstraliuri mecxvare

ავსტრალიური მეცხვარე

უზომოდ უყვართ თავიანთი საქმე. ამ ძაღლს ენერგიის ულევი მარაგი აქვს. ოღონდ ვინმე მწყემსოს, მეტზე არაფერზე ფიქრობენ. არ არიან ჯიუტები. ავსტრალიური მეცხვარე ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ძაღლია.

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: გელა (23/03/2020) | ავტორი: MYDOG.GE
ნანახია: 552 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]