კვირა
19/05/2024
14:02
სექციის კატეგორიები
ეს საინტერესოა [162]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


რითი ამტკიცებენ რომ დედამიწა ბრტყელია?

«მხოლოდ ორგანზომილებიან სივრცეში შეიძლება იყოს მასა, სიჩქარე და დრო ურთიერთობაში ჰარმონიული. მაგრამ, მე მეშინია იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ჩვენი სამყარო ბრტყელია. მე მართლაც მაშინებს ეს ყველაფერი…».

ალ. აინშტაინი


«მიზიდულობის ძალის არსებობა არ ამტკიცებს იმას, რომ დედამიწა სფეროსებურია, – ის, მხოლოდ იმას კონსტატაციას ახდენს, რომ ეს ძალა არსებობს».

ი. ნიუტონი


ეს ყველაზე დაუჯერებელი ინფორმაციაა, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლება წაიკითხოთ... თუმცა, როგორც ამბობენ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და განსაკუთრებით იმ აზრს, რომელიც თეორიის სახით არის ჩამოყალიბებული. მით უმეტეს, თუ არსებობს უახლესი ტექნოლოგიებით და ექსპერიმენტის შედეგებით მიღებული მტკიცებულება, რომლის მიხედვით, დედამიწა მართლაც ბრტყელი გამოდის (იხ. სტატიის ქვემოთ, დოკ. ფილმი – «Convex Earth» («ამობურცული დედამიწა»), ინგლისურ და რუსულ ენებზე).


image

იდუმალი ანტარქტიდა

imageდედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, უძველესი დროიდან მოყოლებული, უამრავი თეორია არსებობს. თუმცა, ოფიციალური მეცნიერება მხარს სფეროსებურობის თეორიას უჭერს. მაგრამ, არსებობს ალტერნატიული თეორიაც, რომლის მიხედვით, დედამიწა ბრტყელი და ოდნავ ამობურცულია, არ არესბობს გრავიტაცია და სამხ. პოლუსი (ჩვენი გაგებით), რომ ოკეანით გარშემორტყმულ ხმელეთს, ყინულის მაღალი სარტყელი აკრავს. თეორიის მიხედვით, ანტარქტიდის სანაპიროზე ყინულის დიდი ზომის ლოდებია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი სადგურებია განთავსებული. უფრო ღრმად შესვლა, წყალქვეშ მოძრავი თოვლის და ყინულის გამო, შეუძლებელია. ანტარქტიდის სანაპიროდან 900 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ე. წ. «კრისტოფერის სარტყელი», რომლის სიგანე, სხვადასხვა ადგილზე, 400-700 კმ-ია. ამ ზონის გადალახვა სახმელეთო ტრანსპორტით შეუძლებელია (ეს თუ ასეა, 1381 კმ-ის გავლის შემდეგ, როგორ მიაღწია რუალ ამუნდსენმა სამხ. პოლუსს? რედ.), ხოლო ანტარქტიდის სიღრმეში ფრენები, საერთაშორისო სამართლით, აკრძალულია.

1959 წ. 1 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებით, ანტარქტიკის გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის შეიძლება და ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, 60°-იანი სამხ. განედის სამხრეთით (იგულისხმება სამხ. პოლუსიდან სამხრეთით) საკუთარი კვლევითი სადგური შექმნას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტარქტიდის შესწავლის მცდელობა და მასზე უფრო მეტის გაგების სურვილი წინა საუკუნეების გამოჩენილ მოგზაურებსაც ჰქონდათ. მაგ., ჯ. კუკი 3 წელი უვლიდა ირგვლივ ყინულის ბელტებს და ანტარქტიდის რუკის შედგენას ცდილობდა. შემდეგ როსსი სწავლობდა მას 4 წლის მანძილზე, მაგრამ ვერ დაადგინა, მატერიკი იყო თუ არა.

image

imageბრტყელი დედამიწის არსებობის იდეა დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი დედამიწა შესწავლილია, თითქოს სასაცილოდ ჟღერს. მაგრამ, ყველა მეცნიერი ასე არ ფიქრობს.


«და ის მაინც ბრტყელია!»...


ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფი, «Dakila Pesquisas» ასოციაციიდან (დაარსებულია 1997 წ. კორგინიუ, ბრაზილია), რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან და მათ შორის, უმეტესობა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების სფეროდან არის, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე, პლანეტის სხვადასხვა წერტილში ექსპერიმენტებს ატარებდა. მიზანი – დედამიწის ჭეშმარიტი ფორმის დადგენა იყო.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ განსახლების და სოფლის მეურნეობის რეფორმების ნაციონალური ინსტიტუტის (INCRA - Instituto Nacional de Colonização e Reforma Agrária) წარმომადგენლები და ყველა ექსპერიმენტი ასტრონომების, კარტოგრაფების, გეოლოგების, ტოპოგრაფების, ინჟინერ-მშენებლების მონაწილეობით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

თეორია იმის შესახებ, რომ დედამიწა მრგვალია, უარყოფილი იქნა 7 ექსპერიმენტით. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, კვლევა ყველასთვის ცნობილი ფაქტის შესწავლით დაიწყო, რომლის მიხედვით, სანაპიროდან მცურავი გემის, ჯერ კორპუსი ქრება მხედველობის არიდან, ხოლო შემდეგ - ანძა. imageთავიდან ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში წერია, – რაც უფრო შორს მიდიოდა გემი, მისი კორპუსი უფრო მცირდებოდა და შემდეგ ჯერ კორპუსი გაქრა, შემდეგ ანძა... მაგრამ, როდესაც იმ წერტილს ჰორიზონტზე, უკვე ნიუტონის ტელესკოპით გახედეს, რომელიც ადამიანის თვალის შესაძლებლობას 1 000-ჯერ ზრდის, აღმოჩნდა, რომ გემი ისევ თვალთახედვის არეში იყო. ის შეუიარაღებელი თვალისთვის გაქრა, მაგრამ ტელესკოპით ისევ ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გემის თანდათანობით გაუჩინარება, არ შეიძლება სფეროსებურობის მტკიცებულებად იყოს გამოყენებული!

როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, გემის გაქრობას თავისი მიზეზი აქვს და მისი ახსნა ფატა-მორგანას (იტ. fata Morgana) ოპტიკური ეფექტით შეიძლება.

ჩვეულებრივ, ფატა-მორგანა ატმოსფეროში იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც მის ქვედა ფენებში, ტემპერატურათა სხვაობის გამო, სხვადასხვა სიმკვრივის ჰაერის ფენოვანი მასები ჩნდება, რომლებსაც სარკისებური ეფექტის შექმნა შეუძლია. სხივების არეკვლის და გარდატეხის შედეგად, ჰორიზონტზე, შეუიარაღებელი თვალისთვის რეალურად არსებული გამოსახულების ჩანაცვლება, სარკისებური გამოსახულებით ხდება. – ასე ხსნის ოფიციალური მეცნიერება ფატა-მორგანას ეფექტს. მაგრამ, ნიუტონის ტელესკოპით ჩატარებულმა ცდამ დაამტკიცა, რომ ნაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის, ეს ეფექტი მაშინ ჩნდება, როდესაც თვალსა და დაკვირვების ობიექტს შორის კუთხე, დაახლოებით 0-ის ტოლია. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ არის რომ, რაც უფრო მაღლა დგას ადამიანი, მით უფრო შორს არის მისთვის ჰორიზონტის ხაზი.

imageგამოდის რომ, გარკვეულ მანძილზე ჩნდება სარკისებური ანარეკლი – ვირტუალური გამოსახულება, რომლითაც რეალური გამოსახულების ჩანაცვლება ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მირაჟის მსგავსი მოვლენაა. მირაჟები, ჩვეულებრივ, უდაბნოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ფატა-მორგანა – წყლის ზედაპირისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერებმა სხვა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომლებშიც გეოდეზიური ხელსაწყოები და ლაზერული სხივები გამოყენეს. მაგრამ, დედამიწის სფეროსებურობის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინეს.

მაგ., შორ მანძილზე მოქმედი ლაზერის სხივით შეამოწმეს დედამიწის სფეროსებურობა, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში და ყველგან ერთნაირი შედეგი მიიღეს: ერთი პუნქტიდან გაშვებული სხივი, – მეორი პუნქტში, 35 კმ-ს დაშორებით დაინახეს, რაც დედამიწის სფეროსებურობის შემთხვევაში, გამრუდების გამო, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო – 11 კმ-ს შემდეგ, სხივი უნდა დაიკარგულიყო.

imageimage

imageნუთუ, ძველ დროში, პლანეტის ფორმის შესახებ, ჩვენზე მეტი იცოდნენ?


ძველი ადამიანების წარმოდგენებმა დედამიწის ფორმის შესახებ, ჩვენს დრომდე მითების და ლეგენდების სახით მოაღწია და თითქმის ყველა მათგანში, დედამიწა ბრტყელი ან ამობურცული არის.

მაგ., ძველ ინდოეთში დედამიწას ნახევარსფეროდ წარმოიდგენდნენ, რომელიც 4 სპილოზე მდებარეობდა...

მათგან განსხვავებით, ვიეტნამელებისთვის დედამიწა «3 სპილოანი» იყო, ხოლო იაპონელები მიწისძვრას დრაკონს აბრალებდნენ, რომელიც მათი კუნძულების ქვემოთ ცხოვრობდა...

ძველი ბაბილონელების წარმოდგენებში დედამიწას «მსოფლიო» მთის სახე ჰქონდა და ის ყველა მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული. მთის დასავლეთ ფერდობზე კი ბაბილონი მდებარეობდა. ზღვას, ხმელეთის ირგვლივ, გადმობრუნებული ფინჯანის მსგავსად, ე. წ. ზეციური სამყარო ეფარა, რომელშიც ისე, როგორც დედამიწაზე, ხმელეთი, წყალი და ჰაერი იყო. ხოლო ცას, ისე როგორც დედამიწას, საზღვარი ჰქონდა. მზე გადაადგილდებოდა ცის მყარ თაღზე და მოძრაობის პერიოდში დედამიწას ათბოდა.

გარესამყარო ეგვიპტელებისთვის ბრტყელ ხმელეთს წარმოადგენდა, რომლის თავზე ზეცის ღმერთი იყო. ხოლო, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ – მზის ღმერთის ხომალდები იყო მოთავსებული.

უძველესი წერილობითი წყარო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, დედამიწის ყველაზე ძველი მოდელების შესახებ, ჰომეროსის (ძვ. წ. აღრ. VIII ს.) პოემებში, – «ილიადას» და «ოდისეაში» არის მოცემული. ჰომეროსისეულ ვერსიაში, დედამიწას ოდნავ ამობურცული დიდკის სახე აქვს. ხოლო ხმელეთს, ყველა მხრიდან ოკეანის წყლები აკრავს. დედამიწის თავზე სპილენძის ცის კამარაა, რომელზეც მზე, ყოველდღიურად, ალმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და დღის ბოლოს, ოკეანეში იძირება...

image

ამრიგად, ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო და რომ ის უსაზღვრო ოკეანეში ცურავდა. შესაძლებელია, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით ააგეს (ძვ.წ. აღრ. 279 წ.) ფაროსის (ალექსანდრიის) შუქურა, რომლის სიმაღლე, გადმოცემით, 120-135 მ. იყო (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – 150 მ) და ის 80 (100) კმ-ზე ანათებდა.

დედამიწის სფეროსებურობის გათვალისწინებით, ჰორიზონტამდე მანძილი, 150 მ. სიმაღლის და გამრუდების გათვალისწინებით, 45 კმ-ის ტოლი უნდა ყოფილიყო! ხოლო, 80-100 კმ-ზე რომ გაანათოს შუქურას, მისი სიმაღლე 400 მ. უნდა იყოს.

ალექსანდრიის შუქურის და მისი მონაცემების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გადმოცემით ვიცით და შეიძლება, მისი სინათლის დაფარვის ზონა, ბევრისთვის დაუჯერებელი იყოს. თუმცა იმაში დარწმუნება, რომ დიდ მანძილზე მართლაც შესაძლებელია შუქურის სინათლის დანახვა, დღესაც შესაძლებელია:

ნიდლის შუქურა (ინგ. Needles Lighthouse), რომელიც კ. უაიტზე (დიდი ბრიტანეთი) მდებარეობს, სიმაღლით ბევრად ჩამორჩება ალექსანდრიის შუქურას. მისი სიმაღლე მხოლოდ 33, 25 მ-ია და დანახვა 60 კმ-ს მანძილიდან არის შესაძლებელი. მაგრამ, თუ დედამიწის სფეროსებურობას გავითვალისწინებთ, რომლის გამრუდება 60 კმ-ზე 282 მეტრს შეადგენდეს, 35 მ. სიმაღლიდან – ჰორიზონტის ხაზამდე მანძილი, 22 კმ-ს უნდა შეადგენდეს... რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დანახვა და სინათლის დაფარვის არეალი, მხოლოდ 22 კმ-ს უნდა შეადგენდეს.

image

imageკოსმოსიდან გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრების გამო, აქ მოყვენილი ფაქტები, შეიძლება, არადამაჯერებელიც იყოს... მაგრამ ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეებს ამ საკითხზეც აქვთ საკუთარი მოსაზრება და პასუხი. ისინი დედამიწის და სხვა პლანეტების სფეროსებურობას (ალ. აინშტაინი) სინათლის გამრუდების თეორიით ხსნიან, რომლის თანახმად, დიდი ზომის ობიექტს მასით, დროში და სივრცეში, სინათლის სხივების გამრუდების გამოწვევა შეუძლია და ამიტომ, ჩვენ ციურ სხეულს ისეთად ვერ აღვიქვავთ, როგორიც რეალურად არის.

დედამიწის შორიდან დანახვის შანსი ყველას არ ეძლევა და ამიტომ მეცნიერებს მტკიცებულებად მთვარის მაგალითი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, მთვარე, რომელიც ჩვენთვის სფეროსებური ფორმის ციური სხეულია, სინამდვილეში, სფეროსებური შეიძლება არც იყოს.

imageimageსამყაროს მოდელი ბიბლიის მიხედვით


ბრტყელი არის ჩვენი პლანეტა ბიბლიის მიხედვითაც. როგორც «დაბადებაშია» მოთხრობილი, დედამიწა და სამყარო ღმერთმა 6 დღეში შექმნა და პირველი 3 დღე სწორედ მის ფორმირებას მოხმარდა:

I. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. გაყო ღმერთმა ბნელი და ნათელი. ნათელს უწოდა დღე, ხოლო ბნელს – ღამე.

II. ღმერთმა შექმნა ცა «და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარსა ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარსა ზემოთ».

III. თქვა ღმერთმა, «შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი, და გამოჩნდეს ხმელეთი». და იქმნა ასე. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვა.


წმინდა წერილის თანახმად, ძალიან მაღალი ადგილიდან მთელი დედამიწის დანახვა შეიძლება, ისე რომ მზერას არაფერი გამოეპარება. დედამიწა რომ სფერო იყოს, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.

რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს.

(იობ. 28:24)

რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწა ბრტყელია (ან ბრტყელი-ამობურცული).

აჰა, თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა: აჰა, დედამიწის შუაში მაღალი ხე დგას.
გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოსჩანდა.

(დან.4:7, 8)

...მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა.


(ეს.44:24)

და სხვა უამრავი ციტატის მოყვანა შეიძლება ბიბლიიდან, რომლის მიხედვით, დედამიწის მოდელი შეიქმნა:

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: გელა (28/10/2020) | ავტორი: ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ნანახია: 497 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]