სპეციალისტების თქმით, უცხოპლანეტელებს სავარაუდოდ 20 წელიწადში იპოვის კაცობრიობა.
"მანამ სანამ უცხოპლანეტელების ძებნას დავიწყებთ, ვცდილობთ გავარკვიოთ რომელ პლანეტებზეა სიცოცხლისთვის შესაფერისი კლიმატი", - თქვა მეცნიერმა ტონი დელ გენიომ.
მეცნიერების მოსაზრებით, უცხო პლანეტაზე არსებული სიცოცხლე მკვეთრად განსხვავდება დედამიწისგან. მათი ვარაუდით, კაცობრიობისთვის აქამდე უცნობი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ "ევროპაზე", ასევე სატურნის თანამგზავრ "ენცელადუსზე".
ოქტომბერში ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ალან სტერნმა, რომელიც New Horizons-ის მისიის მთავარი მკვლევარია, განმარტა, თუ რატომ არ ჩანან უცხოპლანეტელები.