შაბათი
18/05/2024
11:26
სექციის კატეგორიები
სამედიცინო რჩევები [17]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 4
სტუმრებიდან: 4
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


"ფულის ხე" უნიკალური სამკურნალო საშუალება
 შემჩნეულია, რომ "ფულის ხე" ძლიერ რეაგირებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებსაც სახლში ეს ჯადოსნური მცენარე აქვთ გახარებული.
თუ ვინმე ავად ხდება, მცენარის მდგომარეობა უარესდება, იწყებს ჭკნობას, ცვივა ფოთლები, თითქოს საკუთარ თავზე იღებს უარყოფით ენერგიას. და როცა ადამიანი უკეთ ხდება, "ფულის ხე" ისევ გარდაიქმნება.
"ფულის ხის" დიდი პოპულარობის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი მისი შესანიშნავი ბაქტერიციდული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც სიძლიერით არ ჩამოუვარდება ალოეს.
ჰერპესი ტუჩზე - რამდენიმე ფოთოლი გამოწურეთ და წვენი ყოველ ნახევარ საათში წაისვით დაზიანებული ადგილზე. ასევე შეგიძლიათ დაასველოთ ბამბის ტამპონი წვენში, დაიდოთ დაზიანებულ ადგილზე და დააფიქსიროთ ლეიკოპლასტირით.
ანგინა, ტონზილიტი - 10 ც. ფურცელი გაწურეთ და წვენში დაუმატეთ 200 გ თბილი წყალი. გამოივლეთ ყელი 3-5-ჯერ დღეში.
ართრიტი, ართროზი - 10-15 ც. ფოთოლს გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ დაზიანებულ სახსრებში ძილის წინ.
ბუასილი - დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი, შველის უცბად.
დამწვრობა, ჭრილობები, ჩირქგროვა - გახეხეთ სახეხზე რამდენიმე ფურცელი და მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, დააფიქსირეთ დოლბანდით. საფენი გამოიცვალეთ.

კატეგორია: სამედიცინო რჩევები | დაამატა: გელა (10/03/2015) | ავტორი: გელა
ნანახია: 1294 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]