კვირა
19/05/2024
09:06
სექციის კატეგორიები
უფოლოგია [22]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


ტერმინი უფოლოგია
უფოლოგია და რელიგია უფოლოგია (ინგლ. ufology) — ადამიანის მოღვაწეობის სფერო, რომელიც მოიცავს ამოუცნობი მფრინავ ობიექტებზე დაკვირვებების შეგროვებას, მათი ჭეშმარიტების დადგენას და ასევე მცდელობას მიეცეთ მათ მეცნიერული განმარტება. დღესდღეობით უფოლოგია დახასიათებულია, როგორც ნაწილობრივი[1] ან სრული[2][3] ფსევდომეცნიერება, რასაც მრავალი უფოლოგი არ ეთანხმება.

ტერმინი უფოლოგია ინგლისურ ენაში გაჩნდა 1959 წელს. ის წარმოსდგება აბრევიატურა „UFO" — Unidentified Flying Object-ისგან, რომლის ქართული ანალოგია „ამო"- ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.

1940-იანი წლების ბოლოში აშშ-ში და შემდეგ მთელ სამყაროში გამოჩდნენ ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიდნენ შეტყობინებებს „ამო"-ების გამოჩენის შესახებ. უთვალავი მოყვარული უფოლოგიური ორგანიზაციის გარდა ამ ფენომენის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ სპეციალური პროექტები იქმნებოდა. პირველი ასეთი ჯგუფი შექმნეს ინგლისელებმა 1943 წელს, რომელიც შეისწავლიდა „ფუ-ფაითერებს" (მფრინავ მანათობელ ბურთებს, რომლებიც მასიურად ფიქსირდებოდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო პილოტების მიერ).



1947 წელს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ შეიქმნა „ამო"-ების შემსწავლელი პროექტი „საინი" (ინგლ. Project Sign)

1949 წელს კი შექმნეს საიდუმლო პროექტი „გრაჯი" (ინგლ. Proect Grudge)

1952 წელს ამ პროექტს „ცისფერი წიგნი" ეწოდა. (ინგლ. Blue book)



„ამო"-ის შესწავლაში ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ხოლო საბჭოთა კავშირში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი.

საქართველოში ამოუცნობი ობიექტების მიმართ ინტერესი გაჩდა ე.წ. „პერესტროიკის" დროს, როდესაც პრესაში მსგავს თემებზე ტაბუ მოიხსნა. 1988 წელს საქართველოს პრესაში გამოჩნდა რამდენიმე სენსაციური სტატია, რომელმაც ძალზედ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და გააღვია ინტერესი მსგავსი ფენომენების მიმართ. ამ პერიოდში ანომალურ მოვლენებს შეისწავლიდა ფიზიკოსი თალეს შონია.



მან შექმნა უდიდესი არქივი საქართველოში რეგისტრირებული მსგავსი მოვლენებისა. 1991-1992 წლებში თბილისში მომხდარ სამხედრო გადატრიელებას შეეწირა მისი არქივი. მეცნიერებათა აკადემიის სარდაფში გაჩენილი ხანძარი ლაბორატორიის განადგურების მიზეზი გახდა.



1994 წელს შეიქმნა საქართველოს უფოლოგიური ასოციაცია (სუფოა). „სუფოა" საქართველოში ანომალური მოვლენების რეგისტრაციას და მონაცემების კატალოგიაზაციას აწარმოებს. „სუფოა"-ს დაფუძნებული იყო პირველი ქართული უფოლოგიური გაზეთი „ამოუცნობი".



დაფინანსების უქონლობასთან დაკავშირებით „სუფოა"-ს 2007 წლიდან 2011 წლამდე შეჩერებული ჰქონდა კვლევითი სამუშაოები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. 2011 წლის მაისიდან „სუფოა"-მ განაახლა მუშაობა.



2013 წლიდან "სუფოა"-მ იცვალა პროფილი და მის ბაზაზე შეიქმნა "პროექტი ორიონი".

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი

კატეგორია: უფოლოგია | დაამატა: gelagtion472 (16/02/2020) | ავტორი: Planeta.Ge
ნანახია: 386 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]