კვირა
19/05/2024
13:58
სექციის კატეგორიები
უფოლოგია [22]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
საიტის მეგობრები

სტატიების კატალოგი 

სტატიების კატალოგი


ჩვეულებრივი უფოლოგია
უფოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ამო-ს (ამოუცნობ მფრინავ ობიექტს). თვითონ ტერმინი ამო (UFO - Unidentified Flying Object) გაჩნდა სადღაც 1950-55 წლებში. ამო XX ს "გამოგონება" არ არის, ცნობილია ფაქტებია, როდესაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეშიც უნახიათ ეს ამოუცნობი ობიექტები, როცა პირველი დირიჟაბლები არსებობდა. მხოლოდ დიდი ინტერესი მათ მიმართ გაჩნდა რა თქმა უნდა XX ს, დიდი ავიაციის და კოსმოსური რაკეტების ეპოქაში. ასე რომ აქ ვსაუბრობთ ამო-ს ფენომენზე. ნელ-ნელა შევეცდები საინტერესო მასალების მოპოვებას.
აბა ვის სჯერა უცხოპლანეტელების და მფრინავი თეფშების? smile.gif მაინტერესებს თქვენი აზრი.
არსებობს ბევრი ფოტოსურათი და ვიდეოფირი, რომლებზეც ამოუცნობი ობიექტებია აღბეჭდილი. სურათების ნამდვილობა დადასტურებულია ექსპერტიზით, მაგრამ რადგან ამო-ს გამოჩენა ყოველთვის მოულოდნელად ხდება, ამის გამო გამოსახულება იშვიათად არის ხარისხიანი.
ალენ ჰაინეკი ასახელებს რამდენიმე კრიტერიუმს, რომელთა მიხედვითაც დღისით გადაღებული ამო-ს ფოტოების ნამდვილობა დგინდება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს «იმ ფოტოგრაფის საიმედოობის დადასტურება, რომელმაც ამო პირადად ნახა გადაღების მომენტში». მეორე, თვითმხილველმა მკვლევარებს უნდა წარუდგინოს ნეგატივების ორიგინალები და თვით ფოტოკამერა, რომლითაც ფოტოები გაკეთდა და, მესამე - ფოტოგრაფმა აუცილებლად ფიცით უნდა დაადასტუროს სურათების ნამდვილობა და აგრეთვე ისიც, რომ ეს გამოსახულება ნამდვილად ამოუცნობი ობიექტისაა და არა სხვა რამის. უკანასკნელი პირობა არ არის აუცილებელი, თუ წარმოდგენილ ფოტომასალას სხვადასხვა წერტილიდან გადაღებული რამდენიმე დამოუკიდებელი სურათი ახლავს თან
კატეგორია: უფოლოგია | დაამატა: გელა (20/03/2010) | ავტორი: gela
ნანახია: 1790 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]