
ერთ–ერთი ძირითადი თვისება, რაც ამო–ებს ახასიათებთ, ესაა მათი რეაქცია,მათი გამოჭერის მცდელობებზე, ჩამოგდებასა თუ გზის გადაჭრაზე. გზის გადასაჭრელად გაგზავნილ გამანადგურებლების მიახლოვებისას ამო–ები სხვადასხვანაირად მოქმედებენ. ზოგ შემთხვევაში, გამანადგურებლების მიახლოვებისას, ისინი უბრალოდ ქრებოდნენ, მაგალითად 1952 წელს ესეთი შემთხვევები ზედიზედ რამდენჯერმე მოხდა ვაშინგტონის თავზე. 1967 წლის მარტში NORAD–ის (ჩრდილო ამერიკის ავია–კოსმოსური თავდაცვის სამმართველო) დოკუმენტებში დაფიქსირებულ შემთხვევაში, მინიტმენის სარაკეტო ბაზის (ჩრდ. დაკოტა) თავზე, დაახლოვებით 150 მეტრის სიმაღლეზე, "ჩამოეკიდა” ამოუცნობი დისკოსებრი ობიექტი, რომელმაც გამშვები შახტების თავზე დაიწყო ტრიალი. მისი დაჯდომის შემთხვევაში, წინააღმდეგობის გასაწევად გაიგზავნა სამი სატვირთო მანქანა ჯარისკაცებით. ამავდროულად აფრინდნენ ავიაგამანადგურებლები F-106, მაგრამ მათი მიახლოვებისთანავე ობიექტი მქვეთრად აიჭრა ზევით და გაქრა. 1990 წლის 8 ოქტომბერს, გროზნოს რაიონში, 4500 მეტრის სიმაღლეზე, რადარებმა დააფიქსირეს ამოუცნობი ობიექტი. ავიაგამანადგურებლის პილოტს, რომელიც დავალებიდან ბრუნდებოდა, მაიორ რიაბიშევს, საკომანდო პუნქტიდან გადასცეს ობიექტის კოორდინატები და დაუსახეს ობიექტის ამოცნობის მიზანი. თუმცა, რიაბიშევმა, როდესაც იმ რაიონს მიაღწია, ვერაფერი აღმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლიანობა არ შეიმჩნევოდა. პილოტმა, საკომანდო პუნქტს მოახსენა ამის შესახებ და უკან გამოფრინდა. მალე მან შეამჩნია ორი სიგარისებრი უზარმაზარი ობიექტი, რომლებიც "გვერდლად” გადაადგილდებოდნენ ძალიან მაღალი სიჩქარით. ერთი ობიექტის სიგრძე, დაახლოვებით 400 მეტრს ხოლო მეორესი კითითქმის 2 კმ–ს (!) აღწევდა. რიაბიშევმა შემოატრიალა თავისი თვითმფრინავი და ობიექტებთან დაახლოვება დაიწყო, მაგრამ ისინი მომენტალურად გაქრნენ მხედველობის არიდან, თუმცა, მათი კვალი ისევ რჩებოდა რადიოლოკაციური სადგურის (რლს) ეკრანზე. სხვა შემთხვევებში, ამო–ები, "ეთამაშებოდნენ” და გამანადგურებლებისგან მაღალ სიჩქარეზე გარბოდნენ. 1948 წლის პქტომბერში ამერიკულმა გამნადგურებელმა 6–ჯერ სცადა მიახლოვებოდა უცხო მოგრძო ობიექტს, რომელიც იაპონიის თავზე დაფრინავდა, მაგრამ ობიექტი ყოველ ჯერზე თვითმფრინავს 10 000 კმ/სთ–ზე მაღალი სიჩქარით გაურბოდა, ამის შემდეგ, ის ისევ ამცირებდა თავის ფრენის სიჩქარეს. 1954 წლის ივლისში, თვითმფრინავ "სტრატოკრიზერს” (BOEING 377),რომელიც ნიუ იორკიდან ლონდონშ მიფრინავდა, გუსბეის რაიონში მიუახლოვდაუზარმაზარი სიგარისებრი ობიექტი და მისი პარალელური კურსით იფრინა თვითმფრინავიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით. ამ სიგარის გარშემო მანევრირებდა ექვსი მომცრო დისკოსებრი ობიექტი. ამ ამოსათვის გზის გადასაჭრელად გაიგზავნა ოთხი გამანადგურებელი F-86, მაგრამ მათი მიახლოვებისთანავე მომცრო ობიექტები შეფრინდენ "სიგარაში”, რომელიც 3000 კმ/სთ სიჩქარით მაღლა აიჭრა და გაქრა. ეს მოვლენა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი დანახვა შესძლეს არამარტობოინგის ეკიპაჟმა და მგზავრებმა, არამედ კანადური სამხედრო ხომალდის ეკიპაჟმაც, რომელიც იმ მომენტში მოცემულ რაიონში იმყოფებოდა. 1976 წლის ნოემბერში, 4 ფრანგული "მირაჟი” გაიგზავნე ამო–ს მიმართულებით, რომელიც მარსელის თავზე გამოჩნდა, ერთ–ერთი გამანადგურებლის პილოტმა,შეტყობინება გადასცა, რომ ხედავს მყარ მრგვალ ობიექტს 3 კმ სიმაღლეზე, რომელიც აირის ღრუბლითაა გარშემორტყმული. მაგრამ როდესაც მირაჟი მიუახლოვდა ამოს, მან სიჩქარე 3600 კმ/სთ–მდე გაზარდა და მიიმალა. 1978 წლის მაისში, ჩილეს 2 გამანადგურებელ F-5–ს ურძანეს გზა გადაეჭრათ ობიექტისთვის, რომელიც მოძრაობდა 10 000 მ სიმაღლეზე თითქმის 4000 კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ, როდესაც ავიაგამანადგურებლები მიუახლოვდენნ ამ ობიექტს, მან მკვეთრად შეცვალა ფრენის მიმართულება და უკვე 30 წამში მათგან 30 მილის მოშორებით იმყოფებოდა, ანუ განავითარა სიჩქარე რომელიც აჭარბებდა 6000 კმ/სთ–ს. ამო–ს გამანადგურებლებისგან გაქცევის შემთხვევა მაღალ სიჩქარეებზე დაფიქსირდა ასევე 1951 წელს ნიუ–დელის თავზე (ინდოეთი), 1953 წ. ჩრდილოეთ დაკოტაში (აშშ), 1964 წ. პუერტო–რიკო და 1979 წ. ისევ ჩილეში. ვალენსიაში 1979 წელს ვალენსიაში სამგზავრო თვითმფრინავის იძულებითი დაჯდომის შემთხვევაში, ჰაერში ჩამოკიდული ამო–ების მიმართულებით გაიგზავნა 4 ესპანური "ფანტომი”. მაგრამ, როდესაც თვითმფრინავები ვალენსიას მიუახლოვდნენ, ამო ავიდა მათთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე და იქ რჩებოდა თვითმფრინავების წასვლამდე, რის შემდეგაც ისევ დაბალ სიმაღლეზე დაეშვა და იქ რჩებოდა 4 საათის განმავლობაში. ეს ობიექტი ვიდეო ლენტაზეც დააფიქსირეს და რლს–ებზეც ჩანდა. 1980 წელს, პერუში მოხმდარ შემთხვევაში, მარიანო–მელგარის ავიაბაზასთან ჩამოკიდებული ამო არ რეაგირებდა პერუს გამანადგურებლის ცეცხლზე და მხოლოდ მაშინ დაიწყო სწრაფად მოშორება იმ ადგილიდან, როდესაც გამანადგურებელმა მეორე შეტევისთვის დაიწყო შემოსვლა. იყო შემთხვევები, როდესაც ამო–ები გამანადგურებლებისგან ძალიან დაბალ სიჩქარეებზე გარბოდნენ.ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ, კრესპონდენტებს განუცხადა ბელგიის სამხედრო–საჰაერო ძალების ოპერატიული განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დე ბრაუერმა. 1990 წლის 30 მარტს, ბელგიის 2–მა სახმელეთო რადიოლოკატორმა ერთსა და იმავე ადგილას დააფიქსირა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, მისთვის გზის გადასაჭრელად გაიგზავნა ორი F-16. თავიდან, ობიექტი მიფრინავდა 3000 მ. სიმაღლეზე 280 კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ მას შემდეგ რაც ის თვითმფრინავების რადიოლოკატორებმა "დაიჭირეს”, ამო თავიდან მკვეთრად დაესვა 1700 მ–მდე, და შემდეგკიდევ უფრო დაბლა. 200 მ–ზე დაბალ სიმაღლეზე ის ყველა რადარისთვის უჩინარი გახდა. შემდეგ ობიექტი ისევ ავიდა გარკვეულ სიმაღლეზე და მას შემდეგ რაც ის ისევ "დაიჭირეს” რადიოლოკატორებმა, ის ისევ მკვეთრად დაეშვა და გაქრა რლს ეკრანებიდან. და ასე განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც შეიქმნა წარმოდგენა, რომ ობიექტი ცდილობდა გაქცეოდა გამანადგურებლებს ამოს, რომელმაც არაერთხელ შეცვალა ფრენის მიმართულება და ორი გამანადგურებლის მანევრებიგრძელდებოდა დაახლოვებით 75 წუთის განმავლობაშუ. ისინი დაინახეს თვითმხილველებმა მიწიდანაც (მათ შორის 20მა ჟანდარმმა), რომლებიც ხედავდნენ როგორც ობიექტს, ისე გამანადგურებლებს. პოლკოვნიკმა ბრაუერმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ზონდი, ან ამერიკული უჩინარი თვითმფრინავი F-117A "სტელსი”, ხოლო თავდაცვის მინისტრმა გი კოემმატელევიზიის მეშვეობით განაცხადა რომ სამხედრო–საჰაერო ძალებს (სსძ) ნება დართო გადასცეს ბელგიელ საზოგადოებას მთელი ის ინფორმაცია,რასაც მთავრობა ფლობს ამო–ებთან დაკავშირებით. მაგრამ ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო–ები თვითონ იწყებდნენ ვიაგამანადგურებლების დევნას და თვითონ უწყობდნენ საჰაერო ბრძოლის მაგვარ სცენებს. "ლურჯი წიგნის” მატერიალებში აღწერილია შემთხვევა, რომელიც მოხდა 6–7 ნოემბრის ღამეს 1950 წელს. ერთი ამერიკული გამანადგურებლის პილოტმა დაინახა რაღაც მოძრავი ობიექტი და შეეცადა რომ უკნიდან მიახლოვებოდა. მაგრამ, ეს ობიექტი, ყოველგვარი მანევრის შესრულების გარეშე, უეცრად გამოექნა თვითმფრინავისკენ მაღალი სიჩქარით და თავზე 30–60 მ–ის სიმაღლეზე გადაუფრინა. ამის შემდეგ პილოტმა მკვეთრად მოუხვია, რათა ისევ დაენახა ობიექტი და მოჰქცეოდა მას უკან, მაგრამ ამო–მ მას ისევ გადაუფრინა თავზე მაღალი სიჩქარით. ესე განმეორდა 5–6ჯერ. პილოტი შეეცადა როგორმე მიჰყოლოდა ობიექტს და დაიწყო სიმაღლის აკერეფა 60 გრადუსიანი კუთხით, ობიექტი კი მის გარშემო წრეებს ხაზავდა თვითმფრინავზე 2ჯერ მაღალი სიჩქარით. დროგამოშვებით მისი სწრაფაღმასვლა 1000 მ/წმ–ს აღწევდა. ბოლო–ბოლო პილოტი იძულებული გახდა უარი ეთქვა დევნაზე. აშშ სსძ–ში ძლიერი მღელვარება გამოიწვია 1952 წლის დეკემბერში, ლაპედროს რაიონში მომხდარმა შემთხვევამ. გამანადგურებელ F-51–ის პილოტმა ლეიტენანტი ფოგლი ფრენის დროს მიუახლოვდა უცნობ დისკოსებრ ობიექტს, რომელმაც მაშინვე დაიწყო წრეების შემოხაზვა თვითმფრინავის გარშემო. რიგი თავბრუდამხვევი მანევრის შემდეგ ფოგლი მაინც შეეცადა რომ გაჰკიდებოდა მას, მაშინ დისკი უზარმაზარი სიჩქარით გამოექანა თვითმფრინავისკენ და მხოლოდ ბოლო მომენტში მკვეთრად გადაუხვია გვერდზე და თვითმფრინავის ფრთას გაედო. როდესაც შეშინებულმა პილოტმა შეამჩნია რომ დისკი მანევრის გამეორებას აპირებდა, თვითმფრინავი "შტოპორით” ქვევით მიმართა და დასვა. ძლიერი შოკის მდგომარეობაში ფოგლი ჰოსპიტალში მოათავსეს. მესამე შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1956 წლის აგვისტოში ინგლისური ავიაბაზების "ლეკენჰიტი” და "ბენტვოტერსი” მიდამოებში, ვიზუალურად აღმოჩენილ იქნა შფეროსებრი ამო, რომელიც მანევრირებდა 600–800 მ სიმაღლეზე 3200–6400 კმ/სთ–ით. ის დაფიქსირეს რადიოლოკატორებმაც. ამოს გზის გადასაჭრელად გაიგზავნა გამანადგურებელი "ვენომი”, რომლის პილოტმაც გადმოსცა, რომ ხედავდა ობიექტს და უკვე მიუახლოვდა 1 კმ დისტანციაზე, მაგრამ ამომ უეცრად შეასრულა ელვისებრი მანევრი, აღმოჩნდა თვითმფრინავის უკან და დაიწყო მისი დევნა, მისგან 60–180 მ. დაშორებით. პოლიტოს არც ერთი მცდელობა, გაჰქცეოდა ამო–ს არ აღმოჩნდა წარმატებული, იმიტომ რომ ობიექტი სინქრონულად იმეორებდა თვითმფრინავის ყველა მანევრს. ეს ყველაფერი 10 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ თვითმფრინავს საწვავი გამოელია და შეშინებულმა პილოტმა დაშვება დაიწყო. ეს ყველაფერი რლს ეკრანებზე ფიქსირდებოდა. "ლურჯ წიგნში” და კონდონის კომისიის დასკვნაში (მე–9 თავი) ეს შემთხვევა აუხსნელად რჩევა. უფრო ახალ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 1980 წლის ივნისში ჩილეში, სადაც 4 ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა სამკუთხა ამოსათვის გზის გადასაჭრელად, რომელიც რადიოლოკატორებმა 4500 მ სიმაღლეზე აღმოაჩინეს. თვითმფრინავების მიახლოვებისას, ამ ობიექტმა მაღალი სიჩქარით დაიწყო ვერტიკალური მაღლასვლა, შემდეგ კი პირდაპირ თვითმფრინავებისკენ გამოემართათან ისე, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ პიკირება განეხორციელებინათ, რათა არ შეჯახებოდნენ ობიექტს. ამის შემდეგ ამო–მ ისევ დაიწყო მაღლასვლა, მიაღწია სიმაღლეს 18 000 მ. და გაქრა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდათ 1948 წ. ავიაბაზა ფარგოს რაიონში (ჩრდ. დაკოტა), 1952 წ. ავიაბაზა ხენდა (იაპონია), 1953 წ. რეპიდ–სითის რეგიონი (ჩრდ. დაკოტა), 1955 წ. ცინცინატი (ოჰაიო). იყო შემთხვევები, როდესაც ამო–ები თავიანთი გამოსხივებით თიშავდნენ მათთვის გზის გადასაჭრელად გაგზავნილი თვითმფრინავების ძრავებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი იძულებით დაჯდომებს ახორციელებდნენ. 1944 წლის ივლისში ამო გამჩნდა აშშ სამხედრო–საზღვაო ძალების 38–ე ოპერატიული შენაერთის მოქმედების რაიონში. მისთვის გზის გადასაჭრელად გაიგზავნა 2 გამანადგურებელი ავიამზიდ "ტიკონდეგორიდან”. ამო–ზე შეტევის მცდელობის დროს ორივე თვითმფრინავს ძრავები გამოუვიდათ მწყობრიდან და მათ იძულებითი დაჯდომა შეასრულეს წყალზე. პილოტები საესკადრო ნაღმოსან "აარონ ბარდ”–მა აიყვანა ბორტზე. ორი საინტერესო, თითქმის ერთნაირი შეხვედრა ამოსთან ჰქონდა პილოტ–გამოცდელ აპრაქსინს, რომელიც ახალ თვითმფრინავებს სცდიდა. პირველად ეს მოხდა 1948 წლის 16ივნისს, როდესაც აპრაკსინმა ფრენის დროს 10 500 მ სიმაღლეზე შენიშნა რაღაც უცნაური კიტრის ფორმის ობიექტი. ობიექტიდან გამოდიოდა რაღაც სხივები ფრენის მიმართულების საწინააღმდეგოდ. ბაზასთან დაკავშირების შემდეგ, მან მიიღო ბრძანება დაახლოვებოდა ობიექტს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაშვებულიყო და ცეცხლი გაეხსნა ობიექტისთვის. პილოტმა მიმართა თავისი თვითმფრინავი ამოსკენ, მან მოასწრო ობიექტთან მიახლოვება, მაგრამ მას თვალი მოსჭრა მკვეთრმა გამოსხივებამ, რომელიც მომართული იყო მასზე ობიექტიდან. თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. პოლიტმა ძლივს მოახერხა მისი პლანირების რეჟიმში გადაყვანა და დასმა. ამ ფაქტის გამძიების მსვლელობისას აპრაკსინს აჩვენეს აქტი სხვა პილოტთან ანალოგურ შემთხვევაზე. მეორე ისტორია აპრაკსონს 1949 წლის 6 მაისს შეემთხვა ვოლსკის რაიონში. 15 კმ სიმაღლეზე ყოფნისას, მან ისევ შენიშნა მისი მიმართულებით მოძრავი სიგარისებრი ობიექტი და მასთან დაახლოვება დაიწყო. როდესაც მათ შორის მანძილი 10–12 კმ გახდა, ობიექტიდან ისევ გამოვიდა მკცეთრი სხივი, რომელიც პირდაპირ თვითმფრინავზე იყო მომართული. ამ სხივის ზემოქმედებისგან, თვითმფრინავს გაეთიშა ყველა ელექტრომოწყობილობა და დაიკარგა კავშირი აეროდრომთან. ამასთან ერთად დაზიანდა ორგ. მინა და დაირღვა კაბინის ჰერმეტულობა. დიდი წვალების შემდეგ მან დასვა თვითმფრინავი ვოლგის რიყეზე, სარატოვიდან 40 კმ მოშორებით და გონება დაკარგა. ამის შემდეგ 2,5 თვე მკურნალობა უწევდა ჰოსპიტალში. ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში ძრავის გაჩერებამ თვითმფრინავის ავარია გამოიწვია. 1954 წლის ივლისში გრიფიტსის ავიაბაზიდან (შტატი ნიუ–იორკი) აფრინდა F-94 ამო–სათვის გზის გადასაჭრელად. ორ წუთში პილოტი იტყობინება, რომ ხედავს უძრავ ბრჭყვიალა დისკოსებრ ობიექტს და მისკენ მიემართა. უეცრად თვითმფრინავის ძრავი ჩაქრა, მაჩვენებლები ისრებმა შეწყვიტეს რაიმეს ჩვენება, პილოტმა კი იგრძნო როგორ დასცხა სახეზე. მას ბაზისთვის უნდოდა რომ შეეტყობინებინა ამის შესახებ, მაგრამ მიხვდა რომ დრო აღარ ჰქონდა . მან დაუყვირა რადისტს რომ ის კატაპულტირებულიყო და შემდეგ თვითონაც მას მიჰყვა. დაშვებისას, მან კიდევ ერთხელ შეხედა უზარმაზარ ამო–ს. ორივე პილოტი წარმატებულად დაეშვნენ. მათი თვითმფრინავი კი ჩამოვარდა და დაიმტვრა. თუმცაღა ამო–ს რეაქცია მისთვის გზის გადაჭრის, ჩამოგდების შემთხვევებში ყოველთვის ესეთი უვნებელი არ ყოფილა. ცნობილია შემთხვევები, როცა გამანადგურებლები, რომლებიც ცდილობდნენ ობიექტებზე იერიშის მიტანას, ფეთქდებოდნენ ან ჰაერში იმსხვრეოდნენ. 1954 წლის ივლისში პატარა ქალაქ უტიკას (აშშ) მახლობლად ამო–სათვის გზის გადასაჭრელად გაფრინდა ორი გამანადგურებელი F-104 Starfighter, რომლებიც რაკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. მაგრამ ამო–მ "სხივური იარაღით” დააზიანა ერთ–ერთი თვითმფრინავი. 1956 წელს ამერიკული გამანადგურებლის პილოოტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა ამო–ს მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, რომელიც ოკინავას თავზე იმყოფებოდა. საინტერესო შემთხვევაა მოყვანილი ცნობილი ინგლისელი უფოლოგის ტ. ჰუდის წიგნში "ზესაიდუმლო”. აშშ სსძ–ის 6947–ე ესკადრილიის მონაცემებით, ორი კუბური МИГ-21 გააგზავნეს ამოუცნობი ობიექტისათვის გზის გადასაჭრელად, რომელიც კუნძულის მიმართულებით 10 000 მ. სიმაღლეზე მიფრინავდა. ამ ობიექტთან 5 კმ–ზე მიახლოვების შემდეგ, ერთ–ერთი გამანადგურებლის პილოტმა საკომანდო პუნქტს გადასცა, რომ ობიექტი გამოიყურება როგორც დიდი მეტალის სფერო, ყველანაირი დეტალის გარეშე. რადგანაც ობიექტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, პილოტს უბრძანეს მისი ჩამოგდება, მაგრამ პილოტმა პუნქტს გადასცა, რომ რადარი და რაკეტები მწყობრიდან გამოვიდნენ. რამდენიმე წამის შემდეგ კი მეორე თვითმფრინავის პოლოტმა გადმოსცა შეტყობინება, რომ პირველი თვითმფრინავი აფეთქდა ცეცხლის და კვამლის გარეშე. ამის შემდეგ კუბის რლს პერსონალმა შეტყობინება გადასცა, რომ ობიექტმა მკვეთრად გაზარდა სიჩქარე, ავიდა 30 კმ სიმაღლეზე და გაქრა სამხრეთ–აღმოსავლეთ მიმართულებით. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდათ 1948 წელს ავიაბაზა გოდმენთან (შტატი კენტუკი), 1953 წ. ბაზა ოტისთან, 1954 წ. სამხედრო–საზღვაო ბაზა სანდიეგოსთან (კალიფორნია), 1956 წ. შტატი ინდიანა, 1971 წ. ისრაელის აეროდრომის ელ–უმარას თავზე და 1972 წ. ალამოგორდის უდაბნოს თავზე. თუმცა, იმის გამო, რომ ეს მონაცემები აღებულია არაოფიციალური წყაროებიდან, მათი ბოლომდე დაჯერება შეუძლებელია. ამასთან ერთად, არ შეიძლება მათი უარყოფაც, რადგანაც, ამერიკულ, რუსულ და ფრანგულ სახელმძღვანელო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ამო–ებს შეუძლიათ დამაზიანებელი გავლენა იქონიონ ადამიანებზე, ცხოველებზე და ტექნიკაზე. ამის დამამტკიცებელ საბუთად შეგვიძლია მივიჩნიოთ აშშ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უფროსის, გენერალი ჩიდლოუს განცხადება, რომელიც მან ჯერ კიდევ 1953 წელს გააკეთა: "ჩვენ გვაქვს დიდი რაოდენობით შეტყობინებები ამო–ებზე და ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ, რადგანაც, ჩვენ დავკარგეთ ბევრი ადამიანი და თვითმფრინავი, რომლებიც ამოზე შეტევის განხორციელებას ცდილობდნენ.” განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს შემთხვევა, როდესაც ამო–მ თვითონ შეუიტია და ჩამოაგდო თვითმფრინავი. იაპონური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეტყობინებთ, 1974 წლის 9 ვნისს ტოკიოს თავზე, დაახლოვებით 10 მ. დიამეტრის დისკოსებრი ობიექტი, უეცრად თვითონ წავიდა მისთვის გზის გადასაჭრელად გაგზავნილი გამანადგურებლის (F-4) მიმართულებით, რომლის პილოტმაც მოასწრო მკვეთრად მოხვევა შეჯახების თავიდან ასაცილებლად. მაშინ ობიექტი მკვეთრად მოტრალდა, და ისევ გაექანა ფანტომისკენ, შემდეგ დაიწყო მის გარშემო ტრიალი და დაეჯახა თვითმფრინავს. ორივე პილოტმა შესძლეს კატაპულტირება, მაგრამ ერთ–ერთი მათგანის, პოდპოლკოვნიკ ნაკამურას პარაშუტს ცეცხლი წაეკიდა და ის დაიღუპა. მეორე პილოტი, მაიორი კუბოტა გადარჩა. ამოს ნამსხვრევების აღმოჩენა ვერ მოხერხდა. უცხოურ წყაროებში მოყვანილია ცალკეული მაგალითები როდესაც საზენიტო რაკეტებით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ, ამო თავისი სხივური იარაღით ანადგურებდა არა თუ რაკეტებს, არამედ გამშვებ მოწყობილობებსაც და ხომალდებსაც. 1969 წლის მაისში ამო, რომელიც დიდ ფორთოხალს ჰგავდა, გაჩნდა ხანოეს თავზე და მას შეურია რამდენიმე სარაკეტო დივიზიონმა. ყველა რაკეტა აფეთქდა ისე რომ მიზანს ვერ მიაღწია. ამო–დან გამოშვებული სხივით ერთი სარაკეტო–საზენიტო დანადგარი გადანადგურდა და მისი გათვლა (ეკიპაჟი) დაიღუპა. 1971 წლის ივნისში კრეისერმა "ნიუპორტ–ნიუსი”–მა, რომელიც პატრულირებდა ვიეტნამის ნაპირებთან გაუხსნა ცეცხლი უეცრად გაჩენილ ამო–ს. 5 წუთის შემდეგ, კრეისერზე მთავარი კოშკურის ძირითადი კალიბრის საბრძოლო მარაგი აფეთქდა. დაიღუპა 17 ადამიანი. 1974 წლის ნოემბერში NATO-ს ერთ–ერთ ბაზაზე კუნძულ სარდინიაზე განხორციელდა საზენიტო რაკეტის გაშვება უზარმაზარი დისკოსებრი ობიექტის მიმართ, რომელსაც ზევით გუმბათი ჰქონდა და რომელიც ზღვის თავზე იყო ჩამოკიდებული. კამერამ, რომელიც დამონტაჟებული იყო განშვებ მოწყობილობაზე რაკეტის ფრენის ტრაექტორიის გასაკონტროლებლად, დაფიქსირა როგორ გაანადგურა ლაზერისებრმა სხივმა ობიექტთან მიახლოვებული რაკეტა. ამ უცნაური ინციდენტის კადრები ტრანლირდებოდა 1976 წელს იტალიური ტელეარხების მეშვეობით. 1974 წლის შემოდგომაზე ბონის რაიონშ (ჩრდ. კორეა) დისკოსებრი ამო, რომლის დიამეტრიც შეადგენდა 100 მ–ს, მიუახლოვდა საზენიტო მართვადი რაკეტების "ხოკ”–ების ბატაეას. მისი მიმართულებით გაშვებული რაკეტა მომენტალურად განადგურდა თეთრი სხივით. მეორე სხივი უკვე თვითონ ბატარეაზე იყო მიმართული, რის შემდეგაც გამშვები დანადგარი დანარჩენ ორ რაკეტასთან ერთად ნაპოვნი იქნა გამლღვარი. ძალიან უცნაურად გამოიყურება უცხორუ ბეჭვდით მედიაში მოყვანილი შემთხვევები, როდესაც გამანადგურებლები, რომლებიც გაგზავნილი იყვნენ ამო–სათვის გზის გადასაჭრელად, უკვალოდ ქრებოდნენ ამ ობიექტებთან შეხვედრისას. ჩვეულებისამებრ ეს ხდებოდა შემდეგნაირად: რლს ეკრანებზე უყურებდნენ თუ როგორ ერწყმოდა ამო–ს ნიშნული თვითმფრინავის ნიშნულს და საერთო ნიშნული ან ქრებოდა, ან ძალიან მაღალი სიჩქარით შორდებოდა იქაურობას, ხოლო თვითმფრინავის კვალს უკვე ვეღარსად პოულობდნენ. ქვევით მოყვანილია რამდენიმე მსგავსი მაგალითი. 1953 წლის ნოემბერში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოჩენილ იქნა რლს–ს მეშვეობით ავიაბაზა კინროსიდან (შტატი მიჩიგანი). ლეიტენანტი ვილსონმა, რომელიც სასწავლო გაფრენას ახორციელებდა გამანადგურებელ F-89-ზე, ნებართვა მიიღო მის შეტევაზე. ოპერატორები თვალს ადევნებდნენ თუ როგორ შეერწყა ერთმანეთს მისი თვითმფრინავის და ამო–ს ნიშნულები რადარზე და თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა. მიუხედავად დაჟინებული ძიებისა, ამ რაიონში თვითმფრინავის ვერანაირი ნარჩენების აღმოჩენა ვერ მოხერხდა. კალაგარის რაიონში (კანადა) რლს ეკრანებზე აღმოჩნდა სამი ამო, რომლებიც ნელა მოძრაობდნენ ვაშინგტონის მიმართულებით. ზებგერითი გამანადგურებლის პილოტმა, რომელიც ობიექტისათვის გზის გადასაჭრელათ გაიგზავნამ გადმოსცა, რომ ხედავდა ობიექტს 5000 მ სიმაღლეზე. მაგრამ მალე გასაჭირის სიგნალი გადმოსცა და მაშინვე გაქრა თვითმფინავის ნიშნული რადარების ეკრანიდან. დაჟინებული ძიების და მიუხედავად თვითმფრინავის ნამსხვრევების პოვნა ვერ მოხერხდა. ამ შემთხვევის შემდეგ, პილოტებს უბრძანეს, რომ ამო–ებს 16 კმ–ზე ახლოს არ მიახლოვებოდნენ. 1972 წლის ბოლოს 4–მა რლს–მა შტატებში კოლორადო, იუტა და ნევადა, აღმოაჩინეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი და 3 გამანადგურებელს შეატყობინეს ამის შესახებ, რომლებიც ამ რაიონში ჰაერში იმყოფებოდნენ. ამავდროულად ამ ობიექტს ვიზუალურად ხედავდნენ დიდი სამხედრო თვითმფრინავიდან, რომელიც მის სიახლოვეს მიფრინავდა. გამანადგურებლები ამო–სათვის გზის გადასაჭრელად გაემართნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა მკვეთრად გაზარდა სიჩქარე და შეფრინდა დიდღრუბელში, მას მიჰყვნენ გამანადგურებლებიც რომელთა აღნიშვნებიც მაშინათვე გაქრა რადარებიდან, როცა ამო–ს ნიშნული უზარმაზარი სიჩქარით მიფრინაცდა და ისევ იყო ხილვადი. დიდი თვითმფრინავიდან ასევე დაინახეს როგორ გამოფრინდა ღრუბლიდან 1 ამო გამანადგურებლების გარეშე. ამ მომენტიდან ეს თვითმფრინავები, თავისი ეკიპაჟებითურთ უკვალოდ გაქრნენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მსგავსი შემთხვევები გამანადგურებლების გარდა, დიდ თვითმფრინავებსაც მოსვლიათ. 1955 წ. სახმელეთო რლს–მა სანჯეტ–ჰილში აღმოაჩნა ამო, რომელიც ამერიკული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად მიფრინავდა, რომლის ბორტზეც 26 მგზავრი იმყოფებოდა. ამოუცნობი ობიექტი, რომელიც ზიგზაგურად მოძრაობდა 4000 კმ/სთ სიჩქარით, გაემართა პირდაპირ თვითმფრინავისკენ, რის შემდეგაც ამო–ს და თვითმფრინავის ნიშნულები რლს–ზე შეერწყნენ ერთმანეთს და საერთო წერტილმა დაიწყო მოშორება წარმოუდგენელი სიჩქარით. თვითმფრინავის ნამსხვრევების აღმოჩენა ვერ მოხერხდა. 1974 წლის ამრტში კირტლენდის ავიაბაზის რაიონში (შტატი ნიუ–მექსიკო), სამი რლს–ის ეკრანზე აღმოაჩინეს ამო, რომელიც სამხედრო თვითმფრინავთან, როელიც სასწავლო გაფრენას ახორციელებდა, უშუალო სიახლოვეში მიფრინავდა. უეცრად ამო–მ შეცვალა კურსი და გაექანა პირდაპირ თვითმფრინავისკენ. აქაც ნიშნულები ერთმანეტშ შეერწყა, პილოტთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა და თვითმფრინავიც უკვალოდ გაქრა. ძიებამ კი რეზულტატი ვერ გამოიღო. სამწუხაროდ არ არსებობს იმის საშუალება რომ დავრწმუნდეთ ამფაქტების სიმართლეში, რადგანაც აშშ სსძ ზედმიწევნით მალავს მსგავსი ტიპის ინფორმაციას. ამო–ები რომლებიც მიწაზე ჯდებოდნენ, ან ჰაერში ეკიდებოდნენ, როგორც კი საფრთხე დაემუქრებოდათ, მაშინვე მიფრინავდნენ. 1968 წლის აპრილში გობის უდაბნოში (ჩინეთი) ამოუცნობი დისკოსებრი ობიექტი, დიამეტრით 3 მ, დაჯდა სამხედრო მშენებლების ასეულის მახლობლად. მისი დაკავების მიზნით გაგზავნილი მოტოციკლისტების მიახლოვებისას ობიექტი მკვეთრად აიჭრ ჰაერში და გაქრა. 1970–იანების დასაწყისში ტრა–იანგის პროვინციის, ფუიანის რაიონში (ჩინეთი) დაჯდა ქვაბის ფორმის ობიექტი, რომელიც მწვანე შუქს ასხივებდა. მან მიმართა განიერი თეთრი სხივი ჯარისკცებზე, რომელიც მის გარშემორტყმას ცდილობდნენ და ისიც მკვეთრად აფრინდა და გაქრა. ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ოფიციალურად დოკუმენტირებული მსგავსი ტიპის შემთხვევა მოხდა რუსეთში. შენახულია ტელეტაიპოგრამის ასლი, რომლიც კაზანის შნაგან საქმეთა რადიოგანყოფილების უფროსმა, მილიციის მაიორმასტეპანოვმა გააგზავნა:
"მოგახსენებთ, რომ 1986 წლის 14 ოქტომბერს 19:20 სთ–ზე შს რადიოგანყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება პარტიის რაიკომიდან, იმის შესახებ, რომ სოვხოზის ველ "უკრაინაზე” დაჯდა ამოუცნობი საფრენი აპარატირომელიც წააგავდა თანამგზავრს. 19:25–ზე ადგილზე სასწრაფოდ გაემართა ოპერატიული ჯგუფი 8 კაცის ოდენობით ჩემი მეთაურობით. 19:40–ზე ოპერჯგუფი მივიდა მოცემულ რაიონში ნიკოლაევიდან 1.5 კმ–ით დასავლეთით. ველზე, 200 მეტრის დისტანციაზე აღმოჩენილ იქნა ობიექტი, რომელიც საბურღ კოშკს ჰგავდა. როდესაც ოპერჯგუფის ორმა მანქანამ ობიექტთან დაახლოვება დაიწყო, მან დაიწყო მათგან იმავე სიჩქართ დაშორება რა სიჩქაითაც მანქანები უახლოვდებოდნენ მას. ობიექტი მიწიდან დაახლოვებით 50 მ სიმაღლეზე იმყოფებოდა. ასე მისდია ოპერჯგუფმა ობიექტს 20 წუთი და ამ დროის განმავლობასი მანქანებმა 15–20 კმ გაიარეს. ხოლო, როცა მანქანებმა სცადეს ობიექტის ორი მხრიდან შემოვლა, მან გაზარდა სიჩქარე და გაქრა მხედველობის არედან კოროვოგრადის ოლქის უსტინოვსკის რაიონის მიმართულებით. ობიექტის აღწერა: სიმაღლე 50 მ, ზევიდან უფრო განათებული იყო, ვიდრე ქვევით, ჰგავდა ამობრუნებულ ნაძვს… გაქრობამდე, ობიექტი აიწია 100 მ–მდე მიწიდან, ცოტა ხნით გაჩერდა და მერე გაქრა”. კორესპონდენტთან საუბრისას მაიორმა სტეპანოვმა თქვა, რომ სინამდვილეში, ობიექტს ჰქონდა პარაშუტის ფორმა გვარლებით, ხოლო მოხსენებაში, მან ის ნაძვს მხოლოდ დიდი რაოდენობით მანათობელი ელემენტების გამო შეადარა. ცეცხლოვანი პარაშუტის მაგვარი ობიექტი ნახეს ასევე ნიკოლაევკის ათობით მაცხოვრებელმა საღამოს ცაზე. და ბევრმა მათგანმა ამის შესახებ განაცხადა კიდეც. თუმცა დილით მაიორ სტეპანოვს მიუვიდა მითითება, ჩაეტარებინა სამუშაო პირად შემადგენლობასთან "გამოგინილი ამო–ს შესახებ”. ესე იყო ჩახსობილი სიმართლე ამ მოვლენასთან დაკავშირებით. უცხოურ ბეჭვდით მედიაში ასევე მოყვანილია ცალკეული იშვიათი შმეთხვევები, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრელვის საპასუხოდ, ამო–ები მსროლელებს თავისი სხივებით ანადგურებდა. 1968 წლის ნოემბერში ნევადას შტატში სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა 2ჯერ ესროლა რევოლვერიდან მანათობელ ობიექტს რომელიც საქარე მინისხელა იყო და რომელიც მის ავტომანქანას მისდევდა. საპასუხოდ მას დამწვრობები მიაყენა ცისფერმა სხივმა რომელიც ობიექტიდან გამოკრთა. 1970 წლის აგვისტოში იტაიტიაიაში (ბრაზილია) ჰიდროსადგურის ყარაულმა ალმირო დე ფრეიტასმა დაინახა მრგვალი ობიექტი, რომელიც კაშხლის ნაპირთან იყო ჩამოკიდებული, და გაიგონა რაღაც აფეთქების ხმა. მაშინ ის მიუახლოვდა ობიექტს 15 მეტრაზე და დაუწყო სროლა პისტოლეტიდან. საპასუხოდ ობიექტიდან გამოკრთა სხივი რომელმაც მას მხედველობა დააკარგვინა 14 დღით. ჩილეური გაზეთი "პრესნა” (1978 წ. 24 თებერვალი) იტყობინებოდა, რომ საინტიაგოდან 130 კმ–ის მოშრებით სამხედრო პატრულმა ღამით შეუტია ამო–ს რომელმაც საპასუხოდ თავისი სხივით ძლიერი დამწვრობები მიაყენა 4 სამხედროს რომ;ებიც სასწრაფოდ იყვნენ ჰოსპიტალიზირებულნი. ეს ფაქტები მოწმობენ, რომ ამო–ზე იერიშის ან ცეცხლის გახსნის მცდელობებმა შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ან სხვა გაუთვალისწინებელი შედეგი.
|