შაბათი
28/06/2025
06:50
ძებნა
სექციის კატეგორიები
ეს საინტერესოა [165]
შესვლის ფორმა
საიტის საათი
კალენდარი
ორ.სა.ოთ.ხუ.პა.შა.კვ.
ჩვენი გამოკითხვა
მოგეწონათ საიტი?
სულ პასუხი: 334
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
სტუმრები
[ მთლიანი სია ]
მომხმარებლები
სტუმრები

UFO-AMO

სტატიების კატალოგი


რჩევები საზღვარგარეთ ცხოვრების თაობაზე...

                                 

მინდა ყველა ქართველს მივცე რჩევა რომ საზღვარგარეთ უმჯობესია ლეგალური სტატუსით მოხვედრა, მაგალითისათვის ყველასთვის მიმზიდველ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიუხედავათ სურვილისა აუცილებელია ვიცოდეთ ქვეყნის სტრუქტურა , ფსიქოლოგია, ქართული მენტალიტეტი საჭიროა მაგრამ აქ  უნდა განვთავისუფლდეთ; და რეალურად უნდა შევეგუოთ გარემო პირობებსა და იქაურ წეს ჩვეულებებს. სამუშაო იქ არის მაგრამ დაბრკოლება ენის უცოდინარობა და შესაბამისად ხელფასიც არაა დიდი. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა ელემენტარული სასაუბრო დონის მაინც პირველ ხანებში. მე  ძალიან კარგად ვიცი რომ არალეგალური ყოფნა ქვეყანაში დაუშვებელია საკუთრივ ადამიანისათვის, ოჯახთან გაქვს  ურთიერთობა მაგრამ სამშობლოში ჩასვლა არ შეგიძლია ეს წარმოშობს დეპრესიას და გაუთავებელ ნერვიულობას. ზოგს შვილები გყვავს, გადის დრო და დიდი ხნით მათ ვერ ვხედავთ, სახსრები საჭიროა მაგრამ ბედნიერება მაინც ის იდილიაა როდესაც შენს სამშობლოში ხარ შენს ოჯახთან, ცოლთან და შვილებთან ერთად. ახლა რაც შეეხება იმას როდესაც ქართველი ადამიანი საკონსულოში იღებს ვიზას და მიემგზავრება საზღვარგარეთ ამჯერად ვგულისხმობ ძირითად ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს: აუცილებლად მიმაჩნია ქვეყანაში მოხვედრამდე საცხოვრებელი ადგილის შერჩევა, მომზადება რადგანაც ეს დასაწყისისათვის ერთადერთი და აუცილებელად გასაკეთებელი საქმეა. აკლიმატიზაციის ფონზე საჭიროა ძილი და დასვენება ორი კვირა მაინც . რაც შეეხება სამსახურს უეცრად არავინ ეუფლება გარკვეული დროა საჭირო ამისათვის. შემდეგ ფიქრი იმაზე თუ როგორ მოვძებნოთ სამსახური აშშ-ში: (ტოპ-6 საძიებო საიტი) აშშ-ში სამსახურის მოძიება არ არის მარტივი საქმე. ზოგიერთი სამსახურს ეძებს ოკეანის გადაღმა, ზოგიერთი ახლობლებში კითხულობს, ზოგიერთიც კი ინტერნეტში. justFly-მ ზუსტად იცის სად და როგორ მოვძებნოთ სამსახური ამერიკის შეერთებულ შტატებში და მზად არის ეს ინფორმაცია თქვენც გაგანდოთ! აშშ-ში სამსახურის ძიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიტი. საიტის ბაზაში იძებნება დამსაქმებლების მილიონ განაცხადზე მეტი და სამსახურის მაძიებელთა 150 მილიონზე მეტი რეზიუმე. საიტზე წუთში იძებნება 7900 სამსახური, განიხილება 2800 ვაკანსია და იტვირთება 29 ახალი რეზიუმე. საიტი Monster შედის ამერიკაში ყველაზე დიდ სამუშაოს საძიებელი სისტემების სამეულში. საიტის გაფართოებული ძიება საშუალებას იძლევა მოიძიოთ სამუშაო არა მხოლოდ ქალაქის, არამედ უნარ-ჩვევებისა და საკვანძო სიტყვების საშუალებითაც. არის ამერიკელებს შორის ელექტრონული განცხადებების საძიებლი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა ხასიათის განცხადებები, მათ შორისაა ვაკანსიები აშშ-ში. აირჩიეთ სასურველი ქალაქი, შებრძანდით განყოფილებაში «სამსახური» და შეიყვანეთ საძიებო სიტყვები. წარმოადგენს საიტს რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მსოფლიოს მასშტაბით მოძებნოთ სასურველი სამსახური. ყოველთვიურად საიტს სტუმრობს 180 მილიონი უნიკალური მომხმარებელი 50 ქვეყნიდან. ეს საიტი შედის აშშ-ს სამსახურის საძიებო ყველაზე დიდი სისტემების სამეულში. ყოველთვიურად საიტს სტუმრობს სამსახურის მაძიებელი 24 მილიონი უნიკალური მომხმარებელი. რაც შეეხება დამსაქმებლებს, სისტემაში წარმოდგენილია Fortune 1000 ის კომპანიები – აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული კომპანიები. ეს არის სამსახურის საძიები უნიკალური სისტემა რომელიც წვდომას გაძლევთ მილიონობით ვაკანსიაზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვებ-გვერდზეა განთავსებული. სისტემა ეძებს მითითებული პარამეტრების შესაბამისად მონაცემებს და გამისამართებთ ორიგინალ რესურსზე. შედეგები შეგიძლიათ მარტივად გაფილტროთ თარიღის მიხედვით. ამ სისტემაში შეგიძლიათ მოიძებნოთ სხვადასხვა სახის ვაკანსია დაწყებული მძღოლით და ძიძით გაგრძელებული ვებ-პროგრამისტითა და ოფის-მენეჯერით. ძიება ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქალაქებში: ნიუ-იორკი, მაიამი, ბოსტონი, ლოს-ანჯელესი და სხვა.. ვაკანსიების სანახავად საჭირო არ არის რეგისტრაცია, თუ გადაწყვეტთ რეზიუმის ატვირთვას ესეც უფასოა და წაგართმევთ რამოდენიმე წუთს. მე მსმენია როდესაც ახალ ჩასულები სამსახურებს წუნობენ იმის გამო რომ 100$ ზე მეტს დღეში არ უხდიან, ან უბრალოდ ელოდებიან უკეთეს სამსახურს და იგი არ ჩანს დიდი ხნის განმავლობაში. მე მაინც მიმაჩნია რომ თავდაპირველად დაბალ ხელფასზეც შეიძლება მუშაობა, პირველ დღეებში როდესაც უკვე იშოვით სამსახურს შეეცადეთ რომ შეინარჩუნოთ იგი. აუცილებელია გვქონდეს მტკიცე ნებისყოფა ბევრი სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ. მე მინდა  ყველა ქართველს უსურვო წარმატება. ღმერთმა ქნას რომ საბოლოოდ დაუბრუნდეთ ყველა დედა სამშობლოს, ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი...

კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: გელა (27/12/2018) | ავტორი: გელა
ნანახია: 1602 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]