
საკონსულო გასაუბრება მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში როგორც საემიგრაციო ისე არა საემიგრაციო ვიზებზე. საერთოდ ეს დღე ყველა ადამიანში მეტნაკლებად იწვევს მღელვარებას, ხანდისხან დაბნეულობას, ხანაც შიშს რომელიც ვლინდება ვიზის მიღება არ მიღების დღეს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოზე რომელიც ყოველდღიურად სტუმრობს იმიგრაციისათვის გამზადებულ პირებს. ჩემი დაკვირვებით ეს პროცესი განპირობებულია კონკრეტული ადამიანის (ქალის ან კაცის ან ბავშვის) ნამდვილ მზაობაზე ვინაიდან ფსიქოლოგიური მომზადება საჭიროა თუ რამდენად მყარია სურვილი მიატოვოს სამშობლო და გადასახლდეს ამერიკაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია საჭირო საბუთების შეგროვება მაგ. ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომ არ ხართ ნასამართლევი, (აუცილებელია) ცნობა ქორწინების შესახებ ხართ თუ არ ხართ ქორწინებაში, გყავთ თუ არა შვილი. შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ციტოში (ეს დაწესებულება მდებარეობს ვაკეში) თავად ციტოდან იგზავნება საკონსულოში თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. (ამის გარეშე არავის არ უშვებენ) ძალიან საჭიროა. მნიშვნელოვანია თუ გაქვთ სამხედრო მოხდილი, ალბათ ეს ერთერთი საჭირო საბუთია საზგვარგარეთის პასპორტის და დაბადების მოწმობის შემდეგ. აუცილებელია ყველა ქართული საბუთის გაინგლისურება და ნოტარიულად დამოწმება. აპოსტილიც შედის ამაში თუმცა ყველა საბუთი უნდა იქნეს გაინგლისურებული ჩვენ შევდივართ ამერიკის ტერიტორიაზე. თუ რომელიმე აქ ნახსენები საბუთებისა მიუღწეველია თქვენთვის და არ გაქვთ. უნდა წარადგინოთ ცნობა თუ რატომ არ გაქვთ? კონსული აუცილებლად მოგთხოვთ ამ კონკრეტულ ცნობას. ეს ყველა საბუთი როცა საემიგრაციო ვიზაზეა გასაუბრება ამ დროს საზღვარგარეთის საბუთებიც უნდა გქონდეთ, ამას ემატება მოწვევა, სპონსორის საბუთი და ასე შემდეგ. სანამ გადავალ უშუალოდ არასაემიგრაციო ვიზებზე მინდა ვთქვა რომ თქვენი უპირველესი ვალდებულებაა სწორად შეადგინოთ ყველა საბუთი, უმჯობესია ეს შეადგინოს საემიგრაციო ადვოკატმა. აუცილებელია დროულად გამოცხადდეთ საკონსულოს შენობასთან იმ დროში რა დროსაც საკონსულო გიწესებთ. ჩემის აზრით ეს ნამდვილად დაფასებაა იმ ქვეყნის მოთხოვნების რომლისაკენაც თქვენ მიისწრაფვით რომ მოხვდეთ. არასაემიგრაციო ვიზებზეც უნდა გქონდეთ იგივე საბუთები რაც ტურისტული ან სამუშაო ვიზაზეა საჭირო. განსხვავება უდიდესია მაინც მაგალითად ეგრეთწოდებულ 10-წლიან ვიზებზე მალმალე გიწევთ წასვლა ჩამოსვლა თქვენი სტატუსი არაა ამერიკაში მუდმივად დარჩენის არამედ ყოველნაირად უნდა ეცადოთ რომ დროებითი ვიზა არ დაარღვიოთ. ძალიან ხშირად ფინანსური პრობლების გამო ადამიანი არღვევს ვიზას და პრაქტიკულად კანონგარეშე რჩება საზღვარგარეთ. დეპორტი ემუქრება ყველა იმ ადამიანს რომელსაც ვიზა აქვს დარღვეული. დაუბრუნდეთ კონსულთან გასაუბრების დღეს ადამიანს აქვს საემიგრაციო საბუთები რომელიც წლობით ელოდებოდა ამ დღეს ან უბრალოდ მოგებული აქვს გრინქარდი (მწვანე ბარათი) და უკვე კონსულთანაა გასაუბრებაზე. იგი ადასტურებს კონსულთან თავისი საბუთებით რომ იგი რჩება იმ ქვეყანაში ხანგრძლივად. ხოლო არასაემიგრაციო ვიზის პირობებში პირიქით მან უნდა დაამტკიცოს სხვადასხვა საბუთებით რომ იგი მიდის დროებით. ეს ნიშნავს რომ იგი არ აპირებს დარჩენას. ზოგადათ ადამიანი ამ დროს ნერვიულობს მაგრამ კიდე ვიმეორებ სანერვიულო არაფერია ვინაიდან ჩვეულებრივი კითხვებია რასაც პასუხი უნდა გასცეს. კითხვები ჩემი აზრით არ შეიძლება იყოს ერთნაირი ეს განპირობებულია თქვენი საბუთების მოტივზე და ვიზის კატეგორიაზე. მთავარია ადამიანი არ დაიბნეს თქვას სიმართლე, გასცეს კონკრეტული მოკლე მოკლე პასუხები და ასე შემდეგ. მეტსაც გეტყვით თქვენ კი არა აქეთ სხვებიც დააწყნარეთ რაა სანერვიულო როცა გამართული გაქვთ საბუთები და დადებითი პასუხის მოლოდინიც არ აყოვნებს.
ძალიან ხშირად როდესაც ადამიანს დედა ან მამა ყავს ამერიკის მოქალაქე პეტიციის შეტანის გარეშე შედის კონსულთან და იღებს ამ შემთხვევაში უარს. გასაგებია რომ ახალგაზრდა ადამიანს ჩქარა სურს წასვლა თავის მშობელთან, ან მშობლებთან, აქ მინდა განმვმარტო: ოფიციალური საბუთების გარეშე გამორიცხულია დადებითი პასუხი ვიზაზე. ოჯახის გაერთიანება ითვალისწინებს გარკვეულ ლოდინის წლებს 5 იდან 7 ან 11 წელს საემიგრაციო კანონებით, ვიზის მიღებამდე. ზოგადად შესაძლებელია არასაემიგრაციო ვიზის მიღებაც ეგრეთწოდებული 10 წლიანი სტატუსით. უნდა ითქვას რომ სხვა შემთხვევაში პირადი ინიციატივა არანაირ შედეგს არ იძლევა, თუმცა ყველაფერს მაინც წყვეტს კონსული.
|