შაბათი
28/06/2025
02:31
ძებნა
სექციის კატეგორიები
უფოლოგია [21]
შესვლის ფორმა
საიტის საათი
კალენდარი
ორ.სა.ოთ.ხუ.პა.შა.კვ.
ჩვენი გამოკითხვა
მოგეწონათ საიტი?
სულ პასუხი: 334
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
სტუმრები
[ მთლიანი სია ]
მომხმარებლები
სტუმრები

UFO-AMO

სტატიების კატალოგი


“ფიქრების უფოლოგია”

ბევრი ფიქრი და ფრაზა "ისე არაა როგორც შენ ფიქრობ” ჯანმრთლობისთვის მავნებელია. აი მაგალითად სიტუაცია: დამშორდა girlfriend–ი, რომელმაც თავად არ იცის, რატომ დამშორდა, მაგრამ that’s fact. როდესაც ეკითხები ამის და ამის გამო? თუ ამის გამო? ვერაფერს გეუბნება "ისე არაა როგორც შენ ფიქრობ”–ის გარდა. რაღაც კითხვაზე, რომელსაც ადამიანს უსვამ, შეიძლება 1000–ზე მეტი პასუხი მიიღო, მაგრამ არც–ერთი მათგანი არ აკმაყოფილებდეს შენს ინტერესს. WTF? ზუსტი მიზეზი არც მე ვიცი. არ მინდა ინსტრუქციის მსგავსად გამოვიდეს, მაგრამ მავქს რამოდენიმე სავარაუდო პასუხი:

1. ბევრი ფიქრის შედეგად ვპოულობთ დასკვნას, რომელიც შეიძლება ჩვენთვისაც ძალიან ბუნდოვანი იყოს. ვიღაცამ რომ გკითხოს რატომ ფიქრობ მასეო, უფრო იმაზე დაიწყებ ფიქრს საიდან მიხვედი მაგ დასკვნამდე, შეეცდები გაიხსენო ის, რაც შენ გაიაზრე, თუმცა აღარ გახსოვს (აი ხომ ხედავთ აქაც კი ჩახლართულია ყველაფერი.) და მთავარი კითხვა "რატომ ფიქრობ მასე?” პასუხგაუცემელი დარჩება. აქედან გამომდინარე, როგორ გინდა ადამიანს მოსთხოვო პასუხი იმაზე, რაც თვითონ ვერ გაუგია?! ვოტ – ეს ის სიტუაციაა, რომელსაც ვერ ვიტან.

2. ადამიანების ერთმანეთისაგან განსხვავებული ეგოისტობის პროცენტული მაჩვენებელი მათი სურვილების ეგოისტურობასაც განსაზღვრავს (ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ვარაუდი არ არის). აქედან გამომდინარე მათი "მინდა” და "არ მინდა” ეგოიზმის პირდაპირპროპორციული. პირადი ინტერესების სხვა ადამიანთა ინტერესებზე წინ დაყენება ნორმალურია, თუ არ ვარღვევთ იმ სხვათა უფლებას იცოდეს რა? რატომ? და როგორ ხდება?!…

აქ რომ მოვედი, უცებ გონება გამეთიშა და დავფიქრდი, ნუთუ სულ ორი ვარაუდი მქონდა?! არადა სიცხიანმა (38 მქონდა) რამდენი ვიფიქრე. მანდარინის პაუზა გავაკეთე და სულ სხვაგან ქრის კი არადა წავიდა ჩემი გონება. ბევრი მიზეზია იმისა, რატომ არ მიყვარს მთელი დღე სახლში, ოთხ კედელ შუა გამოკეტილს ჯდომა. ერთ–ერთი კი ისაა, რომ რაღაცნაირად ითენთები, დღე იწელება და თითქოს ზედმეტი დრო გრჩება. ისე სიცხიან მდგომარეობაში ნაფიქრის დაიჯერება და ჩაიწერება? რატომაც არა! ფიქრი, აზრი, შეხედულება ყველა დასაფასებელია (იმჰო) როგორც სხვების, ასევე შენი. ხომ ხდება, რომ ერთ მოვლენაზე ორი, ან მეტი სხვადასხვა მოსაზრება გაგაჩნია. ხოდა პატივი ვცეთ ჩვენს ურთიერთგამომრიცხავ აზრებს (ლოლ). ახლა უფოლოგივით ვარ, რომელიც ცრუ, ბუნდოვან ფაქტებს ჩაჭიდებულა და ცდილობს რაღაცის დამტკიცებას. კოსმოსში U.F.O-ებად დაფანტულ ჩემს აზრებს დავსდევ, არადა არის მომენტი, როდესაც ტროპიკული მეჩხერი ტყესავით არის ფიქრები. ბუჩქის სიმაღლეს, რომ არ სცდება აზრი, რადგან უცებ სხვა რამეზე გადაერთვები და მანამდე რაზეც ფიქრობდი საერთოდ გავიწყდება.

ჯორჯის დღიურებიდან

კატეგორია: უფოლოგია | დაამატა: გელა (21/05/2010) | ავტორი: gela
ნანახია: 2104 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]