შაბათი
28/06/2025
01:40
ძებნა
სექციის კატეგორიები
სამედიცინო რჩევები [17]
შესვლის ფორმა
საიტის საათი
კალენდარი
ორ.სა.ოთ.ხუ.პა.შა.კვ.
ჩვენი გამოკითხვა
მოგეწონათ საიტი?
სულ პასუხი: 334
მინი-ჩეთი
 
500
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
სტუმრები
[ მთლიანი სია ]
მომხმარებლები
სტუმრები

UFO-AMO

სტატიების კატალოგი


ორგანიზმის გაწმენდა, მარტივად და ეფექტურად
 
არსებობს ორგანიზმის გაწმენდის გრძელი და რთული ვარიანტები, მაგრამ ჩვენ შემოგთავაზებთ ორ უბრალო ვარიანტს:

საჭიროა მხოლოდ 1 სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთის მიღება, ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და თქვენი კანი გახდება გლუვი და გამოასხივებს სიჯანსაღეს. შეიძლება ავიღოთ სელის ზეთიც (იყიდება აფთიაქებში), მაგრამ ის გემოთი ძალიან არასასიამოვნოა. სასურველია, 1 თვის განმავლობაში მიიღოთ ზეთი, შემდეგი 1 თვე დაისვენოთ, მერე კვლავ ზეთი და ა.შ. თუ არ არის იმის საშუალება, რომ ზეთი დღეში რამდენჯერმე დალიოთ, შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ დილით, საუზმემდე. ეს თქვენს ღვიძლს შეუმსუბუქებს "ცხოვრებას”.

არსებობს ე.წ. გამაახალგაზრდავებელი საშუალებაც:

200 გრამი სელის ზეთი, 4 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნივრის თავი, 1 კილოგრამი თაფლი. მომზადება: ხორცსაკეპში გავატაროთ გასუფთავებული ნივრის კბილები, 2 კანგაცლილი ლიმონი; 2 ლიმონი კანიანად. ამ გატარებულ პროდუქტებს დავუმატოთ სელის ზეთი და თაფლი, კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ შუშის ქილაში, რომელსაც თავი კარგად ეხურება და შევდგათ მაცივარში. მიღება: მიღებული წამალი მივიღოთ სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. სასურველია დღეში 3–ჯერ, მაგრამ ერთხელაც შეიძლება.

ეფექტი არის საოცარი: მხედველობა უმჯობესდება, მთელი სხეულის კანი ხდება საოცრად გლუვი და რაც ყველაზე საოცარი და არადამაჯერებელია, აჩერებს გაჭაღარავების პროცესს. მისი ხმარების შემდეგ თმები უფრო ხშირდება და მუქდება.

კატეგორია: სამედიცინო რჩევები | დაამატა: გელა (05/03/2015) | ავტორი: გელა
ნანახია: 1154 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]